დავესწარი ტრენინგს პროექტის შესწავლაზე, რომელიც ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო.ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში ინფორმაციის მოთავსება.ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,შევსება და ელფოსტაზე მიმაგრება. ვისწავლე პორტფოლიოს შექმნა დრაივში და გამოქვეყნება გუგლში, სად უნდა დაიწეროს ტექსტი და ჩაისვას სლაიდში. ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნები და პრიორიტებები. ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი შეკითხვები,ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე.
აგრეთვე გულდასმით განვიხილეთ თუ რა უნდა გავაკეთოთ პროექტის დასაწყისში, მსვლელობაში,და დასრულების შემდეგ.
მთლიანობაში ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ბევრი რამ ვისწავლე ჩემთვის სასარგებლო და შემდგომში გამოსაყენებელი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ტრენერის ბ. დავით ჯანიაშვილის დამსახურებაა: ხსნიდა მარტივად,საინტერესოდ და გასაგებად. თითოეულთან მიდიოდა და ხსნიდა იმდენჯერ, რამდენჯერაც იყო საჭირო, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუხდი!
No comments:
Post a Comment